ჩვენი კურსდამთავრებულები ამერიკაში წარმატებით გამაგრძობენ კარიერას! თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის 15-მა კ...
The Cure Collective - ეს არის ახალი სტუდენტური ინიციატივა, რომელიც ჩვენი პროგრამის აკადემიურ...
2024 წლის 15 ნოემბერს, თსსუ-ში დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის ტრადიციული თეთრი ხალათების ცერემონია გაიმართა, რასაც პროგრამის...
თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკულმა პროგრამამ ცოტა ხნის წინ ახალ პროექტს ჩაუყარა საფუძველი - „Pitch to Match Night". ღო...
ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლასა და თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამას შორის არსებული ურთირთთანამშრომლობის ფარგლებში პროგრამის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ ამერიკელ პარტნიორებთან დაგეგმილ შეხვედრებში.
რამდენიმე დღის განმავლობაში დაგეგმილი სამუშაო შეხვედრების ფარგლებში ამერიკული პროგრამის პროფესორ-მასწავლებლები შეხვდნენ ემორის უნივერსიტეტის ონკოლოგიისა და ჰემატოლოგიის პროფესორს - მერი ჯო ლეკოვიჩს და ასისტენტ-დეკანს, მიკრობიოლოგიისა და იმუნოლოგიის პროფესორს - გორდონ ჩერჩვორდს. შეხვედრების მიზანი იყო დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის სასწავლო კურსის - „გახდი ექიმი"- კურიკულუმის განხილვა. იმის გამო,რომ აღნიშნული კურსი განსაკუთრებულს ხდის პროგრამას, ამერიკელ კოლეგებთან უწყვეტი თანამშრომლობა ერთობ მნიშვნელოვანია. კურსი „გახდი ექიმი" პროგრამაზე შემუშავებული და დანერგილია ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის პარტნიორების დახმარებით.
„გახდი ექიმი" დიპლომირებული მედიკოსის ამერიკულ პროგრამაზე იწყება პირველი სემესტრიდან და ის 6 წლის განმავლობაში გასდევს სასწავლო გეგმას როგორც ძირითად სამედიცინო საგნებთან ინტეგრირებული და პარალელური სასწავლო კურსი.