10%
  • Facebook
  • Instagram
  • Youtube
  • გზამკვლევი (PDF)
  • სტუდენტებისთვის
    • თეთრი ხალათების ცერემონია
    • გახდი ექიმი
    • მცირე ჯგუფების კოორპიდინატორები
    • ბიბლიოთეკა
    • სტიპენდია
    • კვლევა
    • მობილობა
  • აბიტურიენტებისთვის
    • პრიორიტეტები
    • როგორ ჩავაბარო
    • სამედიცინო დაზღვევა
  • პირადი გვერდი
    • თანამშრომლები
    • სტუდენტები 
    • კურსდამთავრებულები
  • კონტაქტი
  • ENG
  • GEO
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • პროგრამის გუნდი
    • კლინიკები
    • FAQ
  • სტუდენტური ცხოვრება
    • სტუდენტური აქტივობა
    • გაცვლითი პროგრამები
  • კლინიკური კლერკშიპი
  • პარტნიორები
  • პრეს ცენტრი
    • სიახლეები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
  • სიახლეები
  • ფოტო გალერეა
  • ვიდეო გალერეა

ბოლო სიახლეები

ამერიკის რეზიდენტურის შედეგები 2025

ჩვენი კურსდამთავრებულები ამერიკაში წარმატებით გამაგრძობენ კარიერას! თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის 15-მა კ...

THE CURE COLLECTIVE

The Cure Collective - ეს არის ახალი სტუდენტური ინიციატივა, რომელიც ჩვენი პროგრამის აკადემიურ...

ტრადიციული თეთრი ხალათების ცერემონიალი 2024

2024 წლის 15 ნოემბერს, თსსუ-ში დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის ტრადიციული თეთრი ხალათების ცერემონია გაიმართა, რასაც პროგრამის...

PITCH TO MATCH 2024

თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკულმა პროგრამამ ცოტა ხნის წინ ახალ პროექტს ჩაუყარა საფუძველი - „Pitch to Match Night". ღო...

  • მთავარი
  • სიახლეები
  • ტრადიციული თეთრი ხალათების ცერემ

ტრადიციული თეთრი ხალათების ცერემონიალი 2024

კომენტარი (0) გაზიარება (0)

2024 წლის 15 ნოემბერს, თსსუ-ში დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის ტრადიციული თეთრი ხალათების ცერემონია გაიმართა, რასაც პროგრამის პირველი სემესტრის სტუდენტებისთვის განსაკუთრებული დატვირთვა აქვს.

 მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის თეთრი ხალათი წარმატებული სამედიცინო კარიერისა და ექიმის შეუბღალავი ავტორიტეტის სიმბოლოს წარმოადგენს. სტუდენტების თეთრი ხალათებით შემოსვა იმ ვალდებულების გამოხატულებაა, რასაც მათი პროფესიული საქმიანობა მოიცავს: თანაგრძნობა, თანამშრომლობა და მეცნიერულად დასაბუთებული ზრუნვა ადამიანებზე სამედიცინო კარიერაში მოგზაურობის პირველივე დღიდან.

2030 წლის გამოსაშვები კურსის თეთრი ხალათების ცერემონიას უძღვებოდა ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის საგანმანათლებლო პროგრამების დირექტორი, არჩილ უნდილაშვილი. პირველსემესტრელებსა და აუდიტორიას სიტყვით მიმართეს თსსუ-ის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა, დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის დირექტორმა, ასოცირებულმა პროფესორმა ეკა ეკალაძემ, პროგრამის ხელმძღვანელმა, პროფესორმა რიმა ბერიაშვილმა და მე-6 კურსის სტუდენტმა, ნანა გონჯილაშვილმა. 

ღონისძიების ერთ-ერთი მნიშვნელოვან ნაწილს პროგრამის დაჯილდოვების ტრადიციული ცერემონია წარმოადგენდა. დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის წარმატებაში გაწეული განსაკუთრებული ძალისხმევისათვის ყოველწლიური ჯილდო გადაეცემა  აკადემიურ თუ კლინიკურ პერსონალს ან გუნდს და პარტნიორ ორგანიზაციას.\


•  წელს „ერთობლივი მუშაობისა და პარტნიორობის” პრიზი გადაეცა ორგანიზაციას „ევროპა დონნა საქართველო“;
• სპეციალური მადლობის პრიზები გადაეცათ პედიატრიის, შინაგანი მედიცინისა და ქირურგიის კლერკშიფების წარმომადგენლებს მათი უზადო შრომისთვის, რაც ხელს უწყობს პროგრამის ყოველწლიურ წინსვლას.

დაჯილდოვების შემდეგ, ფაკულტეტის წევრებმა და სტუმრებმა, პირველსემესტრელი სტუდენტები ოფიციალურად შემოსეს თეთრი ხალათებით და მიულოცეს სამედიცინო სფეროსა და საზოგადოებაში შესვლა. ცერემონია დასრულდა ფიცის დადებით, რომელსაც უძღვებოდა ასოცირებული პროფესორი ეკა ეკალაძე.


თეთრი ხალათების დასამახსოვრებელი ცერემონია, ასევე, გამოხატავს თსსუ-სა და ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლას შორის მტკიცე თანამშრომლობას და ხაზს უსვამს დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის ვალდებულებას, მიაწოდოს სტუდენტებს აშშ-ის სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო განათლება.

გაზიარება :

ჩვენ შესახებ

  • ისტორია
  • სტრუქტურა
  • პროგრამის ჯგუფი
  • მისალმება

აკადემიური ინფორმაცია

  • სტუდენტური აქტივობები
  • გაცვლითი პროგრამები
  • კლინიკური ტრენინგები
  • ტრენინგის აქტივობები

პრესცენტრი

  • სიახლეები
  • პუბლიკაციები
  • ფოტო გალერეა
  • ვიდეო გალერეა

სწრაფი ბმულები

  • სასარგებლო ბმულები
  • ელექტრო ბიბლიოთეკა
  • ვაკანსია
© 2016 | Privacy Policy CREATED BY - LEMONS