ჩვენი კურსდამთავრებულები ამერიკაში წარმატებით გამაგრძობენ კარიერას! თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის 15-მა კ...
The Cure Collective - ეს არის ახალი სტუდენტური ინიციატივა, რომელიც ჩვენი პროგრამის აკადემიურ...
2024 წლის 15 ნოემბერს, თსსუ-ში დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის ტრადიციული თეთრი ხალათების ცერემონია გაიმართა, რასაც პროგრამის...
თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკულმა პროგრამამ ცოტა ხნის წინ ახალ პროექტს ჩაუყარა საფუძველი - „Pitch to Match Night". ღო...
დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის სტუდენტმა, ცოტნე გვასალიამ ელიტარულ ინტელექტუალურ სატელევიზიო გადაცემაში „რა? სად? როდის?” დიდი წარმატებით იასპარეზა: მან ელიტარული კლუბის მოაზროვნის სტატუსი მიიღო და ფულად პრიზთან ერთად ბროლის ბუს მფლობელი გახდა.
2020 წლის ზაფხულის სერიის ფინალურ თამაშში, ნინო ბერიშვილის კაპიტნობით, მოაზროვნეთა ექვსეულმა ანგარიშით 6:5 გაიმარჯვა. მოთამაშეთა სასარგებლოდ გუნდს გამარჯვება ფინალში ცოტნე გვასალიამ სუპერ-ბლიცის გამოცნობით მოუტანა.
დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის სტუდენტი ცოტნე გვასალია ხშირად მონაწილეობს სატელევიზიო ინტელექტუალურ გადაცემებში. ეს მისი პირველი უდიდესი წარმატებაა!
უნდა აღინიშნოს, რომ ელიტარულ კლუბში „რა? სად? როდის?” მოაზროვნეების ახალ პლეადაში ცოტნე გვასალია ყველაზე ახალგაზრდა წევრია. იგი 21 წლის ახლახან გახდა. სტუდენტური ცხოვრებისა და სწავლის პარალელურად, ცოტნე მონაწილეობს ინტელექტუალურ სატელევიზიო გადაცემებში. გასულ წელს მან წარმატებით იასპარეზა სატელევიზიო შოუში „წიგნების თარო”.
დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამა ამაყობს ცოტნეთი, ულოცავს მას გამარჯვებას და უსურვებს არაერთი წარმატება მოეპოვებინოს ცხოვრებისა და კარიერული წინსვლის გზაზე!