10%
  • Facebook
  • Instagram
  • Youtube
  • გზამკვლევი (PDF)
  • სტუდენტებისთვის
    • თეთრი ხალათების ცერემონია
    • გახდი ექიმი
    • მცირე ჯგუფების კოორპიდინატორები
    • ბიბლიოთეკა
    • სტიპენდია
    • კვლევა
    • მობილობა
  • აბიტურიენტებისთვის
    • პრიორიტეტები
    • როგორ ჩავაბარო
    • სამედიცინო დაზღვევა
  • პირადი გვერდი
    • თანამშრომლები
    • სტუდენტები 
    • კურსდამთავრებულები
  • კონტაქტი
  • ENG
  • GEO
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • პროგრამის გუნდი
    • კლინიკები
    • FAQ
  • სტუდენტური ცხოვრება
    • სტუდენტური აქტივობა
    • გაცვლითი პროგრამები
  • კლინიკური კლერკშიპი
  • პარტნიორები
  • პრეს ცენტრი
    • სიახლეები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
  • სიახლეები
  • ფოტო გალერეა
  • ვიდეო გალერეა

ბოლო სიახლეები

ამერიკის რეზიდენტურის შედეგები 2025

ჩვენი კურსდამთავრებულები ამერიკაში წარმატებით გამაგრძობენ კარიერას! თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის 15-მა კ...

THE CURE COLLECTIVE

The Cure Collective - ეს არის ახალი სტუდენტური ინიციატივა, რომელიც ჩვენი პროგრამის აკადემიურ...

ტრადიციული თეთრი ხალათების ცერემონიალი 2024

2024 წლის 15 ნოემბერს, თსსუ-ში დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის ტრადიციული თეთრი ხალათების ცერემონია გაიმართა, რასაც პროგრამის...

PITCH TO MATCH 2024

თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკულმა პროგრამამ ცოტა ხნის წინ ახალ პროექტს ჩაუყარა საფუძველი - „Pitch to Match Night". ღო...

  • მთავარი
  • სიახლეები
  • თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის

თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის კლერკშიფში ჩართული აკადემიური პერსონალი ემორის უნივერსიტეტს სტუმრობდა

კომენტარი (0) გაზიარება (0)

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის შინაგანი მედიცინის კლერკშიფში ჩართული მოწვეული სპეციალისტები, ექიმები  რუსუდან რუსია და შორენა შონია ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლას კლინიკური სტაჟირების მიზნით სტუმრობდნენ.
22 ოქტომბრიდან 3 ნოემბრის ჩათვლით ისინი ჯორჯიის შტატში, ქალაქ ატლანტაში ამერიკელი კოლეგების დახმარებით ეცნობოდნენ კლინიკური სწავლების მიმდინარეობას. ქართველმა სპეციალისტებმა ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის კლინიკური ბაზები მოინახულეს და დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის შინაგანი მედიცინის კლერკშიფის ეფექტურობის გაზრდისთვის პაციენტის საწოლთან სტუდენტების სწავლების პროცესს დააკვირდნენ, ამერიკელი კოლეგებისგან მოისმინეს, რა სტანდარტებითა და მეთოდოლოგიით ხორციელდება კლინიკური სწავლება.
  
შორენა შონია: „ჩვენთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა ამერიკელი კოლეგების მიდგომა სტუდენტთა სწავლების ისეთი საკითხების მიმართ, როგორიცაა, მაგალითად, სამედიცინო ისტორიის სრულყოფილი, გააზრებული და ორგანიზებული ფორმულირება,  ფიზიკური გამოკვლევის წარმოება, თითოეული პათოლოგიური მდგომარეობისთვის არგუმენტირებული დიფერენციული დიაგნოზის ფორმულირება, დიაგნოზის დასადასტურებლად საჭირო  ქმედებების დასახვა, პაციენტის მდგომარეობის მონიტორინგი, მის შესახებ სრულყოფილი ვერბალური მოხსენება უფროს კოლეგებთან და ა.შ.“.

ვიზიტის პერიოდში რუსუდან რუსია და შორენა შონია შეხვდნენ ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის პროფესორებს და წარმომადგენლებს, მათ შორის, ასისტენტ-დეკანს სამედიცინო განათლების დარგში გორდონ ჩარჩვორდს, კლინიკური განათლების ასოცირებულ დეკანს ჯოელ ფელნერს, შინაგანი მედიცინის კურსის ასოცირებულ დირექტორს მერედიტ ლორას, ასისტენტ-პროფესორს და ინფექციურ დაავადებათა სპეციალისტს ვარუნ კიშორფადკის, ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის დოქტორს და შინაგანი მედიცინის კლერკშიფის  ხელმძღვანელს მაიკლ ლუბინს. ამერიკელმა პროფესორებმა ქართველ კოლეგებს გაუზიარეს შინაგანი მედიცინის კლერკშიფის სასწავლო კურსის ძირითადი შინაარსობრივი მხარეები და შეფასების კრიტერიუმები. 

რუსუდან რუსია: „ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლაში გავლილი სტაჟირების შემდეგ ჩვენი, როგორც თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის განხორციელებაში ჩართული პერსონალის და მოქმედი კლინიცისტების როლი  სტუდენტების სწავლებაში მიმართული იქნება სტუდენტთა შესაძლებლობის გაზრდისკენ დიდაქტიკურ ცოდნაზე დაყრდნობით, რათა სტუდენტებმა შეძლონ, განახორციელონ პაციენტის მდგომარეობის ინტეგრირებული შეფასება და მკურნალობის გეგმის შემუშავება, კონკრეტული პრაქტიკული უნარების შეძენის პარალელურად კი - სამედიცინო პრობლემის სწორი იდენტიფიცირება და პრობლემის გადასაჭრელად სათანადო გეგმის შემუშავება“. 
ამჟამად, ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლაში კლინიკური კლერკშიფის განვითარების მიზნით თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის  ორი წარმომადგენელი იმყოფება. 2019 წლის დასაწყისში აღნიშნული მიზნით ამერიკის შეერთებულ შტატებში ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლას  კიდევ 3 სპეციალისტი ეწვევა.

გაზიარება :

ჩვენ შესახებ

  • ისტორია
  • სტრუქტურა
  • პროგრამის ჯგუფი
  • მისალმება

აკადემიური ინფორმაცია

  • სტუდენტური აქტივობები
  • გაცვლითი პროგრამები
  • კლინიკური ტრენინგები
  • ტრენინგის აქტივობები

პრესცენტრი

  • სიახლეები
  • პუბლიკაციები
  • ფოტო გალერეა
  • ვიდეო გალერეა

სწრაფი ბმულები

  • სასარგებლო ბმულები
  • ელექტრო ბიბლიოთეკა
  • ვაკანსია
© 2016 | Privacy Policy CREATED BY - LEMONS