10%
  • Facebook
  • Instagram
  • Youtube
  • გზამკვლევი (PDF)
  • სტუდენტებისთვის
    • თეთრი ხალათების ცერემონია
    • გახდი ექიმი
    • მცირე ჯგუფების კოორპიდინატორები
    • ბიბლიოთეკა
    • სტიპენდია
    • კვლევა
    • მობილობა
  • აბიტურიენტებისთვის
    • პრიორიტეტები
    • როგორ ჩავაბარო
    • სამედიცინო დაზღვევა
  • პირადი გვერდი
    • თანამშრომლები
    • სტუდენტები 
    • კურსდამთავრებულები
  • კონტაქტი
  • ENG
  • GEO
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • პროგრამის გუნდი
    • კლინიკები
    • FAQ
  • სტუდენტური ცხოვრება
    • სტუდენტური აქტივობა
    • გაცვლითი პროგრამები
  • კლინიკური კლერკშიპი
  • პარტნიორები
  • პრეს ცენტრი
    • სიახლეები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
  • სიახლეები
  • ფოტო გალერეა
  • ვიდეო გალერეა

ბოლო სიახლეები

ამერიკის რეზიდენტურის შედეგები 2025

ჩვენი კურსდამთავრებულები ამერიკაში წარმატებით გამაგრძობენ კარიერას! თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის 15-მა კ...

THE CURE COLLECTIVE

The Cure Collective - ეს არის ახალი სტუდენტური ინიციატივა, რომელიც ჩვენი პროგრამის აკადემიურ...

ტრადიციული თეთრი ხალათების ცერემონიალი 2024

2024 წლის 15 ნოემბერს, თსსუ-ში დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის ტრადიციული თეთრი ხალათების ცერემონია გაიმართა, რასაც პროგრამის...

PITCH TO MATCH 2024

თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკულმა პროგრამამ ცოტა ხნის წინ ახალ პროექტს ჩაუყარა საფუძველი - „Pitch to Match Night". ღო...

  • მთავარი
  • სიახლეები
  • თეთრი ხალათების ცერემონია 2017

თეთრი ხალათების ცერემონია 2017

კომენტარი (0) გაზიარება (0)

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის „თეთრი ხალათების ცერემონია 2017“ გაიმართა 20 სექტემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის „თეთრი ხალათების ცერემონია“ გაიმართა. „თეთრი ხალათების ცერემონია“ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსისტეტში განსაკუთრებული დატვირთვის მატარებელია: მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის თეთრი ხალათი წარმატებული სამედიცინო კარიერისა და ექიმის შეუბღალავი ავტორიტეტის სიმბოლოს წარმოადგენს. გასული წლების მსგავსად, თეთრი ხალათების რიგით მეხუთე ცერემონია გაცილებით პომპეზური იყო. საზეიმო მიღება საქართველოსა და ამერიკის ჰიმნებით და, ტრადიციულად, თსსუ-ის რექტორის მიმართვით გაიხსნა.

ღონისძიების ფარგლებში მოწვეულმა საპატიო სტუმრებმა აუდიტორიას სიტყვით მიმართეს და პირველსემესტრელებს ცხოვრების ეს მნიშვნელოვანი ეტაპი მიულოცეს. 2023 წლის გამოშვების სტუდენტების საზეიმო მიღებას წელს კენეტ ვოლკერი არ დასწრებია, ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის პროფესორმა სტუდენტებსა და საპატიო სტუმრებს სპეციალური ვიდეომიმართვა აშშ-დან გამოუგზავნა. მან წარმატებები უსურვა პირველსემესტრელებს და პროგრამის განვითარებისთვის მადლობა გადაუხადა თსსუ-ის რექტორსა და პროგრამის ხელმძღვანელ პირებს.

პროგრამის პირველკურსელები, ტრადიციულად, თსსუ-ისა და ამერიკული პროგრამის ემბლემიანი თეთრი ხალათებით შემოსეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ; საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ; ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში იან კელიმ; აშშ-ს არმიის სამედიცინო კვლევის დეპატრტამენტის ქიმიური თავდაცვის ვიცე-სარდალმა ვიცე-პოლკოვნიკმა მარკ ჰარტელმა და ღონისძიებაზე, თსსუ-ის ვიცე-რექტორმა პროფესორმა რიმა ბერიაშვილმა, შონ დარიუშნიამ - ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის ინერვენციულმა რადიოლოგმა, როლანდ მეთიუმ - მორჰაუსის მედიცინის სკოლის მეანობა-გინეკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა და სხვა საპატიო მოწვეულმა სტუმრებმა როგორც აშშ-დან, ისე საქართველოდან. საზეიმო ცერემონიას პროგრამის ხელმძღვანელი, ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის საერთაშორისო სტუდენტური პროგრამების დირექტორი არჩილ უნდილაშვილი უძღვებოდა.

პროგრამაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის ცერემონიაზე თსსუ დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის ჯილდო გადაეცათ ვიცე-პოლკოვნიკ მარკ ჰაერტელსა და პროგრამის დირექტორს, ეკა ეკალაძეს.

საზეიმო მიღებას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, უცხოელი სტუმრები, თსსუ დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის სტუდენტები, მშობლები და მეგობრები დაესწრნენ. მათ შორის იყვნენ აშშ-დან დაბრუნებული მეორე კურსის სტუდენტები, რომლებიც ერთი თვის განმავლობაში ემორის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლაში მონაწილეობას იღებდნენ სპეციალურ პროგრამაში - „ზაფხული ემორიში“.

ღონისძიების დასასრულს, თეთრი ხალათების 2017 წლის ცერემონიის პომპეზური საზეიმო ტორტი პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ, იან კელიმ და დავით სერგეენკომ გაჭრეს, შემდეგ კი სტუდენტებთან ერთად სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.

2017 წელს პროგრამაზე მეხუთე ნაკადი, 120-მდე სტუდენტი ჩაირიცხა. თსსუ-ში „თეთრი ხალათების ცერემონიის" დასრულების შემდეგ საპატიო სტუმრებმა თსსუ-ის რექტორთან, კანცლერთან, ვიცე-რექტორებთან და ამერიკული პროგრამის ხელმძღვანელ პირებთან ერთად საქართველოში აშშ ელჩის, იან კელის მიწვევით ედუარდ კურტისის ნამუშევრების გამოფენის გახსნაზე აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმში გადაინაცვლეს.

გაზიარება :

ჩვენ შესახებ

  • ისტორია
  • სტრუქტურა
  • პროგრამის ჯგუფი
  • მისალმება

აკადემიური ინფორმაცია

  • სტუდენტური აქტივობები
  • გაცვლითი პროგრამები
  • კლინიკური ტრენინგები
  • ტრენინგის აქტივობები

პრესცენტრი

  • სიახლეები
  • პუბლიკაციები
  • ფოტო გალერეა
  • ვიდეო გალერეა

სწრაფი ბმულები

  • სასარგებლო ბმულები
  • ელექტრო ბიბლიოთეკა
  • ვაკანსია
© 2016 | Privacy Policy CREATED BY - LEMONS