ჩვენი კურსდამთავრებულები ამერიკაში წარმატებით გამაგრძობენ კარიერას! თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის 15-მა კ...
The Cure Collective - ეს არის ახალი სტუდენტური ინიციატივა, რომელიც ჩვენი პროგრამის აკადემიურ...
2024 წლის 15 ნოემბერს, თსსუ-ში დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის ტრადიციული თეთრი ხალათების ცერემონია გაიმართა, რასაც პროგრამის...
თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკულმა პროგრამამ ცოტა ხნის წინ ახალ პროექტს ჩაუყარა საფუძველი - „Pitch to Match Night". ღო...
2017 წლის 4 აპრილს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში კონფერენცია „გლობალური ჯანმრთელობა და მედიცინა“ გაიმართა. კონფერენციაში მონაწილეობდნენ დიპლომირებული მედიკოსის ამეირკული პროგრამის მესამე კურსის სტუდენტები ნინი დვალი და გეგი კირთაძე. პროგრამის სტუდენტებმა ზეპირი მოხსენება გააკეთეს ერთობლივ კვლევაზე „ანტიმიკრობული რეზისტენტობა და ჰოსპიტალური ინფექციები, როგორც მსოფლიო ჯანდაცვის გლობალური პრობლემა“. დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის სტუდენტების ხელმძღვანელი პროგრამის პედაგოგი, პროფესორი თამარ დიდბარიძე გახლდათ. კონფერენცია „გლობალური ჯანმრთელობა და მედიცინა“ ახალგაზრდული სამეცნიერო გაერთიანების ეგიდით გაიმართა.
მასში მონაწილეობას სხვადასხვა სამედიცინო სასწავლებლის სტუდენტები იღებდნენ როგორც ზეპირ, ისე პოსტერული პრეზენტაციებით. კონფერენციაზე განიხილეს აქტუალური საკითხები და კვლევები გლობალური ჯანდაცვისა და მედიცინის შესახებ. სტუდენტების პრეზენტაციები პროფესორება და პრაქტიკოსმა ექიმებმა შეაფასეს.