10%
  • Facebook
  • Instagram
  • Youtube
  • გზამკვლევი (PDF)
  • სტუდენტებისთვის
    • თეთრი ხალათების ცერემონია
    • გახდი ექიმი
    • მცირე ჯგუფების კოორპიდინატორები
    • ბიბლიოთეკა
    • სტიპენდია
    • კვლევა
    • მობილობა
  • აბიტურიენტებისთვის
    • პრიორიტეტები
    • როგორ ჩავაბარო
    • სამედიცინო დაზღვევა
  • პირადი გვერდი
    • თანამშრომლები
    • სტუდენტები 
    • კურსდამთავრებულები
  • კონტაქტი
  • ENG
  • GEO
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • პროგრამის გუნდი
    • კლინიკები
    • FAQ
  • სტუდენტური ცხოვრება
    • სტუდენტური აქტივობა
    • გაცვლითი პროგრამები
  • კლინიკური კლერკშიპი
  • პარტნიორები
  • პრეს ცენტრი
    • სიახლეები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
  • სიახლეები
  • ფოტო გალერეა
  • ვიდეო გალერეა

ბოლო სიახლეები

ამერიკის რეზიდენტურის შედეგები 2025

ჩვენი კურსდამთავრებულები ამერიკაში წარმატებით გამაგრძობენ კარიერას! თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის 15-მა კ...

THE CURE COLLECTIVE

The Cure Collective - ეს არის ახალი სტუდენტური ინიციატივა, რომელიც ჩვენი პროგრამის აკადემიურ...

ტრადიციული თეთრი ხალათების ცერემონიალი 2024

2024 წლის 15 ნოემბერს, თსსუ-ში დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის ტრადიციული თეთრი ხალათების ცერემონია გაიმართა, რასაც პროგრამის...

PITCH TO MATCH 2024

თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკულმა პროგრამამ ცოტა ხნის წინ ახალ პროექტს ჩაუყარა საფუძველი - „Pitch to Match Night". ღო...

  • მთავარი
  • სიახლეები
  • იაკობ გოგებაშვილის სახელობის სკო

იაკობ გოგებაშვილის სახელობის სკოლის ვიზიტი

კომენტარი (0) გაზიარება (0)

დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამით იაკობ გოგებაშვილის სახელობის სასწავლებლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები დაინტერესდნენ დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამით იაკობ გოგებაშვილის სახელობის სასწავლებლის (კიკეთის სკოლა) დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები დაინტერესდნენ.

3 დეკემბერს XI-XII კლასების მოსწავლეები პედაგოგებთან და სკოლის დირექტორთან, მარინა კაჭარავასთან ერთად თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეწვივნენ. პროგრამის დირექტორი, ეკა ეკალაძე, მედიცინით დაინტერესებულ აბიტურიენტებს თსსუ–ის ამერიკულიპროგრამის მიმართულების, პრიორიტეტების, შესაძლებლობებისა და სასწავლო გეგმის შესახებ ესაუბრა და ქართულ-ამერიკული თანამშრომლობისა და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. აბიტურიენტებს ინფორმაცია სასწავლო პროცესისა და თავიანთი გამოცდილების შესახებ ამერიკული პროგრამის სტუდენტებმაც გააცნეს.

თამარ პაპიძემ, ნიკოლოზ ქარაზანაშვილმა და ნოდარ მაისურაძემ დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს ემორის უნივერსიტეტში (აშშ, ატლანტა) გატარებული ერთთვიანი საზაფხულო პროგრამის შესახებ უამბეს. სტუდენტებმა აღნიშნეს, რომ დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამა მათ თანამედროვე მსოფლიო მედიცინაში ჩართვის ფართო შესაძლებლობას აძლევს. ამერიკელმა ექიმმა, დევიდ დომინგესმა, რომელიც თსსუ–ის ამერიკული პროგრამის ერთ–ერთი სასწავლო კურსის ,,გახდი ექიმი“ კოორდინატორია, სტუმრებს საინტერესო ლექცია შესთავაზა არა მხოლოდ აღნიშნული კურსის, არამედ, ზოგადად, ექიმობის არსის შესახებ. ეს ლექცია მოსწავლეებისთვის სახალისოც აღმოჩნდა. დევიდ დომინგესმა სტუმრებისთვის ბავშვებსა და მოზარდებში პირველადი დახმარების აღმოჩენაში ტრეინინგი ჩაატარა. პროგრამით დაინტერესებულმა სტუმრებმა კარდიოპულმონური რეანიმაცია სასწავლო სიმულაციური მულაჟების საშუალებით განახორციელეს.

დასასრულს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის სასწავლებლის მოსწავლეებს თსსუ-ის კლინიკური უნარ-ჩვევების ცენტრმა უმასპინძლა. ცენტრის დირექტორმა, პროფესორმა ირმა მანჯავიძემ, დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამით დაინტერესებულ აბიტურიენტებს უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამის მულაჟები, სასწავლო ოთახები და ცენტრის თანამედროვე სასწავლო აღჭურვილობა დაათვალიერებინა. „დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამა“ (US MD-Doctor of Medicine Degree Program) შემუშავდა და განხორციელდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და ემორის უნივერსიტეტის (აშშ, ატლანტა) სამედიცინო სკოლის (ESOM) თანადგომით. პროგრამის დეტალური დამუშავება მუდმივად ხორციელდება ატლანტის ემორის სამედიცინო სკოლის წარმომადგენლებთან ერთად. დღესდღეობით, ამერიკის შეერთებული შტატების სამედიცინო სკოლებში ფართოდ გამოიყენება მედიცინის სწავლების ისეთი პროგრამები, რომლებიც სტუდენტს საშუალებას აძლევს, სწავლის დაწყებისთანავე, აქტიურად იყოს ჩართული კლინიკურ საქმიანობაში და ამავდროულად, განახორციელოს სამეცნიერო საქმიანობა. მედიცინის სწავლება სრულად ინტეგრირებულია და დაფუძნებულია ბაზისური საბუნებისმეტყველო და კლინიკური დისციპლინების ჰარმონიულ შერწყმაზე. თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამა მსგავსი ტიპის ღონისძიებებს დაინტერესებული სკოლების დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებისთვის მომავალშიც ჩაატარებს. On December 3 Senior students of Gogebashvili School (Kiketi School) interested in American MD Program visited Tbilisi State Medical University.

გაზიარება :

ჩვენ შესახებ

  • ისტორია
  • სტრუქტურა
  • პროგრამის ჯგუფი
  • მისალმება

აკადემიური ინფორმაცია

  • სტუდენტური აქტივობები
  • გაცვლითი პროგრამები
  • კლინიკური ტრენინგები
  • ტრენინგის აქტივობები

პრესცენტრი

  • სიახლეები
  • პუბლიკაციები
  • ფოტო გალერეა
  • ვიდეო გალერეა

სწრაფი ბმულები

  • სასარგებლო ბმულები
  • ელექტრო ბიბლიოთეკა
  • ვაკანსია
© 2016 | Privacy Policy CREATED BY - LEMONS