ჩვენი კურსდამთავრებულები ამერიკაში წარმატებით გამაგრძობენ კარიერას! თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის 15-მა კ...
The Cure Collective - ეს არის ახალი სტუდენტური ინიციატივა, რომელიც ჩვენი პროგრამის აკადემიურ...
2024 წლის 15 ნოემბერს, თსსუ-ში დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის ტრადიციული თეთრი ხალათების ცერემონია გაიმართა, რასაც პროგრამის...
თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკულმა პროგრამამ ცოტა ხნის წინ ახალ პროექტს ჩაუყარა საფუძველი - „Pitch to Match Night". ღო...
დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის ფარგლებში ემორის პროფესორები თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეწვივნენ.
ემორის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის ქირურგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი მაიკლ ლოვი, ასიტენტ-დეკანი, პროფესორი გორდონ ჩერვარდი და ჰემატოლოგიისა და სამედიცინო ონკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი მერი ჯო ლეკოვიჩი პროგრამის კლინიკურ ფაკულტეტს შეხვდნენ.
ვიზიტის ფრაგლებში ექიმმა მაიკლ ლოვმა ქართველ კოლეგებს გაუზიარა თავისი კლინიკური გამოცდილება საგანმანათლებლო სფეროში. შეხვედრის თემები მოიცავდა სწავლების მეთოდოლოგიების, კურიკულუმის შემუშავების, შეფასების სტრატეგიების და სამედიცინო განათლებასთან დაკავშირებულ სხვა ასპექტებს.
საგანმანათლებლო სფეროში კლინიკური გამოცდილების გაზიარება უაღრესად მნიშვნელოვანია ფაკულტეტის წევრებისთვის, რადგან ის საშუალებას აძლევს კლინიცისტებს, გადმოიღონ წარმატებული მეთოდები ერთმანეთის საუკეთესო პრაქტიკიდან და განახორციელონ სიახლეები სწავლების მიდგომებში. მსგავსი ტიპის შეხვედრა, ასევე, ხელს უწყობს თანამშრომლობას და აძლიერებს კავშირებს ინსტიტუტებს შორის, რაც საბოლოოდ აუმჯობესებს სტუდენტებისთვის მიწოდებული სამედიცინო განათლების ხარისხს.